2003 წლის 28 ნოემბერს მღვდელი დავითი (კუჭავა) დაინიშნა ქ. გორის ღვთისმშობილის შობის საკათედრო ტაძარში მოძღვრად.

ქ. გორში 2003 წლის 22 სექტემბრიდან დაიწყო ღვთისმშობლის შობის მცირე ტაძრის რეკონსტრუქცია.

ქ. გორში 2003 წლის 1 ივლისიდან დაიწყო ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რესტავრაცია.

ქ. გორში 2003 წლის 7 მაისს იკურთხა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი (ციხის ძირი).