მღვდელი გიორგი (სიდამონიძე) 2004 12 დეკემბერს დაინიშნა ქ. გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის და სოფელ დოესის სამების ტაძრის წინამძღვრად.

მონა ღვთისა დავით კასრაძე ქ. გორში 2004 წლის 4 დეკემბერს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა დიაკონად.

სოფელ დოესში 2004 წლის 30 სექტემბერს იკურთხა წმიდა სამების ტაძარი.

მღვდელი კონსტანტინე (ბაბიაშვილი) 2004 წლის 15 აგვისტოს განთავისუფლდა გორის ღვთისმშობლის შობის მცირე ტაძრიდან და დაინიშნა ქ. გორის სამების ტაძარში მეორე მოძღვრად.

მღვდელი კირილე (ხულორდავა) 2004 წლის 12 ივლისს განთავისუფლდა სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძრიდან და დაინიშნა ქ. გორის სამების ტაძრის წინამძღვრად.

ქ. გორში 2004 წლის 11 ივნისს იკურთხა სამების ტაძარი.

მღვდელი იოანე (კალატოზიშვილი) 2004 წლის 1 ივნისს დაინიშნა სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარში მღვდლად.