ქ. გორში 2006 წლის 31 ოქტომბერს შესრულდა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის და მისი ტაძრის კურთხევა-გახსნა.

დეკანოზი იოანე (ცხვირაშვილი) 2006 წლის 30 ოქტომბერს დაინიშნა ქ. გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიის ტაძრის მოძღვრად.

მღვდელი ილია (ხომერიკი) 2006 წლის 3 ოქტომბერს დროებით დაინიშნა სოფელ ერთაწმინდის წმიდა ევსტათი პლაკიდას ტაძრის მოძღვრად.

ქ. გორში 2006 წლის 7 ივლისს იკურთხა ნათლისმცემლის მცირე ტაძარი.

მონა ღვთისა ღვთისო სეხნიაშვილი 2006 წლის 25 ივნისს სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა დიაკონად.

დიაკონი ალექსანდრე (ქსოვრელი) 2006 წლის 25 ივნისს სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მღვდლად.

დიაკონი დავით (კასრაძე) 2006 წლის 11 ივნისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.

2006 წლის გაზაფხულზე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მიწვეული იყო ალექსანდრიის საპატრიარქოს მიერ საკათედრო ტაძრისა და საპატრიარქო შენობის განახლების დღესასწაულზე.

გვერდები