27 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მცირე წყალკურთხევის წესი შეასრულა სოფელ მეჯვრისხევის ტაძარში რომელიც სულ რაღაც 50-მეტრის დაშორებით მდებარეობს ოკუპანტების ე.წ. "საზღვრიდან".

25 ივნისს, საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამა ისიდორე სამთავნელის ხსენებას.

24 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში შეასრულა სავედრებელი პარაკლისი აბიტურიენტთათვის. 

20 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქ. კასპში აკურთხა ახლად აშენებული წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი. ეს ტაძარი მეოთხე მოქმედი ტაძარი იქნება ქალაქში.

15 ივნისს, გორის სასწავლო უნივერისტეტში გაიმართა ჩვენი ქვეყნის დიდი მამულიშვილის და საზოგადო მოღვაწის წმ. ექვთიმე ღვთისკაცისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია.

9 ივნისს, საკვირაო მსახურებაზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელი დაასხა იეროდიაკონ საბას (კარელიძე) მღვდლად.

2 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს მან სქეიეროდიაკონ დავითს ხელი დაასხა მღვდლად.

1 ივნისს, ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის - ქალწული ნინოს ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გ

გვერდები