საქართველოს ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ზეიმობს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა და 6000 გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღეს, ასევე ამ დღეს აღინიშნება ჩვენი ქალაქის მთავარი დღესასწაული - ოქონობა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება აღავლინა ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მშენებარე ტაძარში. სადაც, სპეციალურად ამ დღისათვის მიბრძანებული იყო ოქონის საწინამძღვრო ხატის ასლი და ერთ-ერთი, ძველი ოქონის ხატი. წირვის შემდგომ გაიმართა საზეიმო მსვლელობა.