8 დეკემბერს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს დიაკონი ლევანი ხელდსახმულ იქნა მღვდლად, იგი იმსახურებს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ხოლო კერძო დიაკონი თომა (ბუდაღაშვილი) ხელდსახმულ იქნა დიაკონად და იმსახურებს გორის საკათედრო ტაძარში.