27 ოქტომბერს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საკვირაო მსახურება აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს ქართველი ერი აღნიშნავს დიდი მამულიშვილის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლისა - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს. მიტროპოლიტმა ანდრიამ იაკობ გოგებაშვილის სახელზე, მის უკვდასაყოფად საზეიმოდ გახსნა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართან გაშენებული ბაღი. ამავე დღეს, სოფელ ვარიანში, მუზეუმთან მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი და სასულიერო პირებთან, სტუმრებთან და სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.