1 ივნისს, ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის - ქალწული ნინოს ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში. მეუფემ დღესასწაული მიულოცა მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და აღნიშნა, რომ წმ. ნინო საქართველოში მოვიდა სრულიად ახალგაზრდა ქალწულად და მიუხედავად ამისა, მისი სარწმუნოებით ღმერთმა ინება ქართველი ერის მოქცევა "გზასა ჭეშამრიტებისასა ზედა".