1 აგვისტოს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად მცირე წყალკურთხევის წესი შეასრულა სოფელ ვარიანში. შემდგომ მოხდა სასულიერო პირთა მიერ სოფლის ყველა ოჯახის დალოცვა. მოსახლეობას დაურიგდა მისი უწმინდესობის კურთხევით დაბეჭდილი ოჯახის მფარველი ლოცვა.