2 მარტს, წმ. თეოდორე ტირონის ხსენების დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა ქ. კასპში - წმ. დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში.
მეუფე ანდრიასთან ერთად ლოცულობდნენ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე კალატოზიშვილი, დიაკვნები - გიორგი კარელიძე და გიორგი მურღული. მეუფე ანდრიამ მიულოცა მრევლს ტაძრის დღესასწაული.