2 ივლისს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მონაწილეობა მიიღო გორიჯვრის მონასტერთან ახლად აღდგენილი გზის გახსნაში. მიტროპოლიტმა ანდრიამ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა გზის აღდგენაში მონაწილე ორგანიზაციისა და საამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს. 
ღონისძიების დასრულების შემდგომ მოილოცეს და მოინახულეს გორიჯვრის ისტორიული მონასტერი.
გახსნას დაესწრნენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართევლოს მისიის დირექტორი - ელგუჯა ხოკრიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ცოტნიაშვილი.