3 ოქტომბერს, ეკლესია აღნიშნავს წმ. დიდმოწამე ევსტათი პლაკიდასა და მისი წმინდა ოჯახის ხსენების დღეს. სამთავისისა და გორის ეპარქიაში მდებარე ერთაწმინდის ისტორიული მონასტერი აშენებულია ხსენებულ წმინდანთა სახელზე. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ეპარქიის სამღდველოებასთან ერთად აღავლინა ღამისთევის მსახურება.