6 ოქტომბერს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ლიტურგიის შემდგომ იკურთხა ჯვრები, რომლებიც განთავსებული იქნება ქ. გორში მშენებარე - წმ. მთავარანგელოზთა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრებზე. დღეისათვის ქალაქში მოქმედ რვა ტაძარს უახლოეს მომავალში შეემატება ხსენებული ორი ტაძარი.