7 ივლისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღმრთო ლიტურღია და ტაძრის განახლების წესი შეასრულა გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარში. ეს ტაძარი არის X საუკუნის. გარდამოცემის მიხედვით იგი იყო მეტოქიონი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა. XIX ს-შიც კი, ისტორიულად, ამ ტაძარში მსახურობდა ჯვრის მონასტრიდან გამოგზავნილი არქიმანდრიტი, რომელიც რევოლუციის შემდეგ დარჩა სოფელში საცხოვრებლად.
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს მიულოცა მათი სოფლის ისტორიული ტაძრის განახლება და უსურვა წმ. იოანე ნათლისმცემლის წყალობა და მფარველობა.