10 თებერვალს, ეპარქიის მმართველი შეხვდა ეპარქიის სასულიერო დასის ოჯახებს კულტურისა და სულიერების ცენტრში. შეხვედრა მეტად გულთბილი და ღია იყო. ასეთი შეხვედრები საერთოდ დიდ როლს თამაშობს როგორც სამღვდელო პირთა ოჯახებს შორის, ისე მღვდელმთავართან დაახლოებაში.
მეუფე ანდრიამ სასულიერო პირების მეუღლეებს დაავალა აქტიურად ჩაებან ზნეობრივი პრინციპების დაცვისათვის ბრძოლაში, რაც სამწუხაროდ, დღესდღეობით ძალზედ აქტუალურია, კერძოდ, გამოთქვან წერილობით თავიანთი აზრი ოჯახზე, მეუღლეთა შორის დამოკიდებულებაზე, ბავშვების სწორად აღზრდაზე, რომელსაც შემდეგ საზოგადოება გაეცნობა ეპარქიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
შეხვედრის დასრულებისას მიტროპოლიტმა ანდრიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა თითოეულ ოჯახს.