27/VI (10/VII) ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია აღნიშნავს მფარველი წმინდანის - ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელისა და წმ. მღვდელმოწამე კირიონ კათოლიკოს-პატრიარქის ხსენების დღეს. 
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა გორის სასულიერო გიმნაზიის ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.