12 მაისი არის წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ამ დღეს დაემთხვა აღდგომის განახლების დღესასწაული - კვირაცხოვლობა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება აღასრულა აღდგომის საკათედრო ტაძრის საძირკველზე, ღია ცის ქვეშ, გორის სამღვდელოებასთან ერთად. წირვის შემდგომ შესრულდა საზეიმო ლიტანიობა და გაიმართა ერთობლივი ტრაპეზი.