30/XI (13/XII) დეკემბერს საქართველოს ეკლესია აღნიშნავს - მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმ. კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო წირვა აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.
ეპარქიას სტუმრობდნენ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის მღვდელმთავრები: მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი ილარიონი, ეპისკოპოსი დიმიტრი, ეპისკოპოსი სვიმეონი, სასულიერო პირები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებიდან და გორისა და ატენის ეპარქიის სამღვდელო დასი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ლიტურგიის შესრულებაში და ანგელოზის დღე მიულოცეს გორისა და ატენის მიტროპოლიტს - ანდრიას.