14 სექტემბერს აღინიშნება ინდიქტიონის საეკლესიო ახალი წლის დაწყება. ქ. გორში მდებარე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში იწყება ახალი სასწავლო წელი. ტრადიციულად, ამ დღეს, 10 სთ-ზე აღევლინა "ყრმათათვის სწავლის დაწყებასა ზედა" პარაკლისი, რომელიც შეასრულა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ამავე დღეს, 12 სთ-ზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ ანდრიას მიერ შესრულებულ იქნა სამადლობელი პარაკლისი.