15 მარტს, სამთავისის სამონასტრო კომპლექსში ერთმანეთს შეხვდნენ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბ–ნი მერაბ ბოჭოიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის სპეციალისტები.
მეუფე ანდრიამ და სპეციალისტების ჯგუფმა ბ-ნ მერაბ ბოჭოიძეს გააცნეს სამთავისის სამონასტრო კომპლექსის რვაწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგები და დასახეს მონასტრის განვითარების შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.