15 ივნისს, გორის სასწავლო უნივერისტეტში გაიმართა ჩვენი ქვეყნის დიდი მამულიშვილის და საზოგადო მოღვაწის წმ. ექვთიმე ღვთისკაცისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, რომელმაც ისაუბრა ექვთიმე ღვთისკაცის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ერისა და ეკლესიის წინაშე.