15 სექტემბერს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. მსახურებაზე, კერძო დიაკონი რომანოზი (რომანი გიგილაშვილი) ხელდასხმულ იქნა დიაკონად და იმსახურებს ქ. კასპის წმ. გიორგის ტაძარში. რომანოზი პირველი დიაკონია, რომელმაც გაიარა სამთავისისა და გორის ეპარქიაში მიმდინარე საღვთისმეტყველო კურსები, რომელიც ჩამოყალიბებულია სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრიას მიერ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით.