შენდობის კვირიაკეს, 17 მარტს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია შეასრულა ქ. გორის საკათედრო ტაძარში. წირვის დასასრულს ქადაგებაში მეუფე ანდრიამ ისაუბრა შენდობის მნიშვნელობაზე. შემდგომ მეუფემ მრევლისაგან ითხოვა შენდობა. შესრულდა შენდობის წესი.