6/VIII(19/VIII) აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო წირვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. წირვაზე მოხდა ორი ხელდასხმა - დიაკონი ბასილი ფოსური ხელდასხმულ იქნა მღვდლად, ხოლო მონაზონი სოფრონი ბერდიაკონად, რომელიც იმსახურებს მარიამხევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში. 
ტრადიციულად ამ დღეს შესრულდა ახალი ხილის კურთხევა.
ლიტურგიის შემდეგ სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად მოინახულა სადგურის დასახლებაში არსებული მშენებარე ფერისცვალების ტაძარი და გადაიხადა პარაკლისი.