6/XII (19/XII) დეკემბერს წმინდა ნიკოლზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს - მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება აღავლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.
ამ დღეს შესრულდა ხელდასხმები - დიაკონი იოანე ბონდარენკო ხელდასხმულ იქნა მღვდლად, ხოლო მონა ღვთისა ვლადიმერ თურმანიძე ხელდასხმულ იქნა დიაკონად და ეწოდა სახელი ათანასე.
ამავე დღეს, საზეიმო წირვის შემდეგ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აკურთხა ქ. გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ახლადაშენებულ წმ. ნიკოლოზის სახელობის ნიში.
კურთხევას ესწრებოდნენ ეპარქიის სასულერო პირები და მრევლი.