20 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქ. კასპში აკურთხა ახლად აშენებული წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი. ეს ტაძარი მეოთხე მოქმედი ტაძარი იქნება ქალაქში. ტაძარი აშენდა დიმიტრი მჭედლიშვილის ძალისხმევითა და მოსახლეობის თანადგომით.