21 აგვისტოს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ჩაბრძანდა სოფელ შავშვებში და აკურთხა ადგილი, სადაც აშენდება ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. კურთხევის შემდგომ მიტროპოლიტმა ანდრიამ მიულოცა სოფლის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მოვლენა.