8 (21) სექტემბერს, წმ. მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. წმ. ლიტურგია დასრულდა საზეიმო ლიტანიობით.