11/III(24/ III) მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირას მართმადიდებლური სამყარო ზეიმობს მართლმადიდებლობის ზეიმს, რაც დაკავშირებულია მერვე საუკუნეში - ხატმებრძოლობის, მწვალებლობის დამარცხებასთან. ამ დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო წირვა აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. წირვის შემდეგ ჩატარდა საზეიმო ლიტანიობა.