24 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში შეასრულა სავედრებელი პარაკლისი აბიტურიენტთათვის. 
მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ დალოცა ახალგაზრდა აბიტურიენტები და უსურვა ღვთის წყალობა და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.