26 მაისს, კვირას, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღმრთო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. 
ეს თარიღი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ამ დღეს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება. ეკლესიისა და სახელმწიფოს შეთანხმებით ამ დღეს, საქართვლოს ყველა მოქმედ ტაძარში დღის 12 სთ-ზე დაირეკა სადღესასწაულო ზარები. წირვის შემდგომ გადახდილ იქნა სამადლობელი პარაკლისი.