27 ივნისს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მცირე წყალკურთხევის წესი შეასრულა სოფელ მეჯვრისხევის ტაძარში რომელიც სულ რაღაც 50-მეტრის დაშორებით მდებარეობს ოკუპანტების ე.წ. "საზღვრიდან". მეუფე ანდრიამ ქადაგებით მიმართა სოფლის მრევლს და ამ ტაძარში საქართველოს მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის აღსრულებული ლოცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ლოცვის დასრულების შემდეგ იგი მრევლთან ერთად მივიდა "საზღვართან" დალოცა ჩვენი სამშობლო და ღმერთს მისი გამთლიანება შესთხოვა. ტაძრის აშენება მოხდა ამ სოფლის მოძღვრის მამა ვახტანგის (ნიკოლაიშვილი) და ილურიძეების გვარის მონდომებითა და ხელშეწყობით.