15/28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება შეასრულა ატენის სიონის ისტორიულ მონასტერში. მსახურებას ესწრებოდნენ, როგორც ეპარქიის მრევლი, ასევე ჩამოსული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.