29 მაისს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა ქ. გორში ახლადაშენებული სამედიცინო ცენტრი "გორმედი". დალოცა ცენტრის მფლობელები და მედპერსონალი, უსურვა მათ ღვთის შემწეობა და ძალები, რათა გულმოდგინედ დადგნენ ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე.