29 აგვისტოს სოფელ ზერტში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ შეასრულა სამრეკლოსა და ზარების კურთხევის წესი. მეუფემ დალოცა ტიელიძე-ფუტკარაძის ოჯახი, რომლის შემწეობითაც მოხდა სამრეკლოს აშენება. სოფელში მშენებლობა კვლავ გრძელდება, სამრეკლოს გვერდით აშენდება სამრევლო სკოლა.