3 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და 6000 გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღე. ასევე ამ დღეს აღინიშნება ჩვენი ქალაქის მთავარი დღესასწაული - ოქონობა. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საზეიმო მსახურება აღავლინა ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მშენებარე ტაძარში.  სადაც, სპეციალურად ამ დღესასწაულისათვის მიბრძანებული იყო ოქონის საწინამძღვრო ხატის ასლი. ამ დღეს  მიტროპოლიტმა ანდრიამ მღვდელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

წირვის შემდგომ გაიმართა საზეიმო მსვლელობა.