27 აპრილს, კვირაცხოვლობას, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქ. გორის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა აღდგომის საკათედრო მშენებარე ტაძარში. ამ დღეს მიტროპოლიტმა ანდრიამ მღვდელი თადეოზ ქებაძე დეკანოზის ხარისხში აიყვანა. ლიტურგიის შემდგომ შესრულდა საზეიმო ლიტანიობა და გაიმართა საზეიმო ტრაპეზი.