25/XII (7/I) იანვარს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. სამთავისისა და გორის ეპარქიის ყველა ტაძარში შესრულებულ იქნა ღამისთევის სადღესასწაულო მსახურება. 
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა წმ. კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის კასპის საკათედრო ტაძარში ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით მომზადებულ იქნა საშობაო ღვეზელები, რომელიც ლიტურგიის შემდგომ იკურთხა და დაურიგდა მრევლს.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამთავისისა და გორის ეპარქიაში, რვა წელია ყველა ქალაქსა და სოფელში ტრადიციულად ეწყობა საშობაო საზეიმო მსვლელობა ”ალილო”, რომელიც წელს დღის პირველ სთ-ზე დაიწყო ქ. გორში, მას ხელმძღვანელობდა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ქალაქის სამღვდელოებასთან ერთად. მსვლელობის მონაწილეებს ქუჩებში ხვდებოდა მოსახლეობა , რომელიც გასცემდა შესაწირს. 
შეგროვილი შემოწირულობა გადაეცათ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს და ეპარქიაში მოქმედ უპოვართა სასადილოს.