10-11 იანვარს სამთავისისა და გორის ეპარქიაში ჩატარდა რიგით მეშვიდე საშობაო ფესტივალი "გენეთლია", რომელსაც ტრადიციულად უმასპინძლა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ. ფესტივალი შედგებოდა ორი ნაწილისიაგან: პირველი ნაწილი დათმობილი ჰქონდა სამეცნიერო შემოქმედებას, ხოლო მეორე ნაწილი გამომსახველობით ხელოვნებას, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა რვა სასულიერო გიმნაზიამ და ორმა საჯარო სკოლამ. პარალელურად გაიმართა კონკურსი ხატვაში. 
ფესტივალის დასრულების შემდგომ ყველა სკოლასა და თვითეულ მონაწილეს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.