6/I (19/I) იანვარს, მართლმადიდებელი სამყარო დღესასწაულობს ნათლისღებას (განცხადება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღეს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ლიტურგიის ბოლოს შესრულებულ იქნა წყალკურთევის წესი.