ღირსი სერაფიმე საროველი

კუჭ-ნაწლავის, ხერხემლის დაავადებისა და სულიერ აშლილობათა მკურნალი.

   
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

კურნავს სხვადასხვა მძიმე დაავადებებს, განსაკუთრებით სიყრუეს.

   
ღირსი მაკარი კალიაზინელი

ეს ხატი ართრიტის, სახსრების სხავდასხვა დაავადებების, ნერვოზისა და თვალის სნეულებათა მკურნალია.

   
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ”დაუჭკნობელი ყვავილი”

ევედრებიან მეუღლეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას, ოჯახში მშვიდობის დამყარებას და ახლობლების ჯანმრთელობას.

   
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ”შეუსმელი ბარძიმი”

მვედრებელს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისაგან გათავისუფლებაში უწყობს ხელს.

   
მართალი იოანე რუსი

ეხმარება მლოცველს სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებების, ფსიქიური აშლილობის, ნარკომანიის, მძიმე ონკოლოგიური გამოვლინებების, ხერხემლის დაავადებების, უნაყოფობის, სისხლდენის და განსაკუთრებით ავადმყოფი ბავშვების განკურნებაში.

   
ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

კურნავს თვალის დაავადებებს და სხვადასხვა მძიმე სნეულებებს.

   
ფეოდოროვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

მშობიარეები და ახლაგაზრდა დედები ჩვილის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის ევედრებიან ამ ხატს.

   
წმიდა მოწამეები: პისტი, აღაპი, ელპიდე და მათი დედა სოფიო

ათავისუფლებს მვედრებელს ართრიტისაგან და სხვადასხვა მძიმე დაავდებებისაგან.

   
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ”მკურნალი”

კკურნავს ხანგრძლივად ლოგინზე მიჯაჭვულ მძიმე ავადმყოფებს.

   
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ”ყოველთა მწუხარეთა სიხარული”

აიოლებს ნებისმიერი მძიმე ავადმყოფობის მკურნალობის პროცესს და ათავისუფლებს მისგან.

   
წმინდა დიდმოწამე ეკატერინე

ამ ხატთან ლოცულობენ მძიმე მშობიარობისას, სწავლაში წარსამართებელად, იგი შემწეა აგრეთვე შვილების განათლებისა და აღზრდის სწორად წარმართვაში, გასათხოვარ გოგონებს ეხმარება საქმროს მოძებნაში.

   
ღირსი მამა დავით გარეჯელი

ევედრებიან ქალური დაავადებებისა და თვალების ტკივილის დროს.