27 აპრილს, კვირაცხოვლობას, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქ. გორის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგია აღასრულა აღდგომის საკათედრო მშენებარე ტაძარში. ამ დღეს მიტროპოლიტმა ანდრიამ მღვდელი თადეოზ ქებაძე დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

3 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა და 6000 გარეჯელ მოწამეთა ხსენების დღე. ასევე ამ დღეს აღინიშნება ჩვენი ქალაქის მთავარი დღესასწაული - ოქონობა.

1/V(18/IV) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

25-30 აპრილი - ვნების შვიდეულის დღეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში

24 (11/IV) აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ მაცხოვრის დიდებით შესვლას იერულსალიმში.

25/III(7/IV) ხარების დღესასწაულზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულა ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ ალექსანდრესთან და დიაკვან გიორგისთან ერთად.

3/ IV(21/III), დიდი მარხვის III,  ჯვრის თაყვანისცემის კვირას გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია აღასრულა  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.

27(14/III) მარტს, წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს - გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურღია აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში.